გაცვლითი პროგრამა ესპანეთში ახალგაზრდებისთვის

2023-07-17 17:11:12

ორგანიზაცია "Umbrella" მოკლევადიან გაცვლით პროგრამას სახელწოდებით "The Rithm of the Life", ანდალუსიაში, ესპანეთში აცხადებს.

ორგანიზაცია აფინანსებს მგზავრობის, საცხოვრებლის, სამჯერადი კვების ხარჯებს, მაგრამ არ ფარავს ჯანმრთელობის დაზღვევას (დღეში 1 ლარი).

ძირითადი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-30 წლის და ფლობდეს ინგლისურ ენას.

პროექტის მსვლელობის თარიღები მგზავრობის დღეების ჩათვლით არის 3-12 ოქტომბერი.

განაცხადის შესატანად საჭიროა შეავსოთ მითითებული ფორმა.
განაცხადის შეტანის საბოლოო ვადა - 30 ივლისი.

ორგანიზაცია აპლიკანტებს დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუკავშირდება, დედლაინიდან 7 დღის განმავლობაში.
საქართველოდან შეირჩევა 5 მონაწილე + 1 ჯგუფის ლიდერი.

უკვე შერჩეული წევრებისთვის მონაწილეობის საფასური არის 50 ევრო.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.