ესპანეთში, ქალაქ სარაგოსაში სამართალდამცავებმა 3 ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 29, 32 და 35 წლის ქართველები ძარცვის მიზნით ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც მეზობელმა ხმაური გაიგო და სამართალდამცავებთან დარეკა.
ესპანურმა პოლიციამ ახალგაზრდა ქართველები დააკავა.