რუსთავის ნაწილს გაზი გაეთიშება

2023-07-17 11:22:19

რუსთავში 9 ძმის, შევჩენკოს, გურამიშვილის, ლერმონტოვის, კიკვიძისა და მეგობრობის ქუჩის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.

"ინფო რუსთავი" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის ოფისის ხელმძღვანელს, გიორგი ქოიავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, 9 ძმის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს გაზსადენი დააზიანეს.

მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ და გაზის მიწოდება დღის მეორე ნახევრისთვის უნდა მოხდეს.

გიორგი ქოიავა აბონენტებს, რომლებსაც გაზი არ მიეწოდებათ, მოუწოდებს, რომ გაზის ონკანები გადაკეტონ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები