სეს-მა რუსთავში ცხოველთა სასაკლაო დახურა

2023-07-11 12:04:32

რუსთავში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივნისის თვეში მონიტორინგის დროს ერთ-ერთი ცხოველთა სასაკლაო კრიტიკული შეუსაბამობის გამო 1000 ლარით დააჯარიმა და დახურა.

როგორც "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, გასულ თვეში ქალაქის მასშტაბით ინსპექტირება 67 ობიექტში განხორციელდა, საიდანაც 6 ობიექტი დაჯარიმდა.

კრიტიკული შეუსაბამობა ერთ ობიექტში დაფიქსირდა, ხოლო დანარჩენში მიკვლევადობა და რეგისტრაციის არქონა.

ჯამში, ქვემო ქართლში, ინსპექტირება 174 ობიექტში ჩატარდა, დოკუმენტური შემოწმება 24 -ში, ნიმუშის აღება მოხდა 56-დან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაწესებულებების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებენ.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები