რუსთავში მე-7, მე-8 მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას თავისი გასასვლელებით და მიმდებარე ქუჩებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
"ინფო რუსთავი" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის ოფისის ხელმძღვანელს, გიორგი ქოიავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული შემთხვევაა.
მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ და გაზის მიწოდება დღის მეორე ნახევრისთვის უნდა მოხდეს.
გიორგი ქოიავა აბონენტებს, რომლებსაც გაზი არ მიეწოდებათ, მოუწოდებს, რომ გაზის ონკანები გადაკეტონ.