რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტობანზე საცობია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მგზავრმა მიაწოდა ინფორმაცია, ავტომობილები ერთი საათის განმავლობაში საცობში იდგნენ.
საცობის გამომწვევი მიზეზი ფონიჭალა-თბილისის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა.