რუსთავში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები დაიტბორა.
წყლის დიდი ნაკადის გამო დატბორილია როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო ქუჩები.
მათ შორის: მეგობრობის გამზირი, ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას ქუჩები. ასევე მე-17 და მე-19 მიკრორაიონები.
ინტენსიური წვიმის გამო სანიაღვრე ქსელი წყლის დიდი ნაკადის სწრაფად გატარებას ვერ ასწრებს.