გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა და სეტყვაა.
მდინარე ნავთის ხევმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქში ცენტრალური გზა დატბორა.
წყლის ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ გზაზე მდგომი მანქანების ნაწილი წაიღო.
წვიმის შედეგად დატბორილია გურჯაანის აგრარული ბაზარი, მერიის შენობის საწყისი სართული და საცხოვრებელი სახლების ნაწილი. გარდა ამისა, რამდენიმე სოფელში დაისეტყვა ვენახები და ერთწლიანი კულტურები.