ავარია მსხვერპლით დასრულდა

2023-01-31 14:34:18

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაჭრეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე 60 წლამდე ქალს ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდართან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.