სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

2023-06-15 11:36:05

გვიან ღამით თბილისიდან ბათუმში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი დაიწვა.

შემთხვევა აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.

კომპანია "მეტროს" ავტობუსში ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

"მივდიოდით გზაზე და უცბად ცეცხლი წაეკიდა, სხვა არაფერი. დაკვამლიანდა და ჩამოვხტით ავტობუსიდან", - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი "მთავარ არხთან".

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსის დატოვება ყველა მგზავრმა უვნებლად შეძლო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.