რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულება შენდება

2023-06-12 18:31:08

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულება შენდება.

ამის შესახებ მინისტრმა "იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულება 2024 წელს გაიხსნება.

"რუსთავში ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი პენიტეციური დაწესებულების მშენებლობა. ეს იქნება მცირე ზომის დაწესებულება, რომელიც არის თანამედროვე, მსოფლიოში ერთ-ერთი ტრენდული. მართვის თვალსაზრისით ეს არის უფრო მეტად უფრო მარტივი, პატიმრებს აქვთ უფრო მეტად უკეთესი პირობები. ეს დაწესებულება გაიხნება 2024 წელს",- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სად შენდება რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულება "ინფო რუსთავი" კითხვით სპეციალური პენიტენციური სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მშენებლობა უკვე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებების მიმდებარედ მიმდინარეობს, ციხის ასაშენებლად ახალი ლოკაცია არ არის გამოყოფილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები