რუსთავში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა [video]

2023-05-31 00:00:00

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 17 წლამდე ბიჭს “ტოიოტას” მარკის ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები