სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ორი დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
კიდევ ერთმა პირმა, რომელიც მსუბუქად დაშავდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ფოტო: პრაიმ ტაიმი