სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა ლაშა გრიგოლიამ განუცხადა, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
შემთხვევის დროს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპ, სამი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
ფოტო: სენაკის ქრონიკა