რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

2023-05-30 00:02:39

რუსთავში 21-ე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 45 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შუა ხნის კაცს ოჯახის წევრები ტელეფონით უკავშირდებოდნენ, თუმცა მამაკაცი არ პასუხობდა, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

ბინაში შესულ მაშველებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები