ფიზიკური დაპირისპირება რესტორანში

2023-05-29 12:26:01

თბილისში, რესტორან "ქვევრში" ფიზიკური დაპირისპირება იყო.

ჩხუბში რამდენიმე ათეული პირი მონაწილეობდა.

დაპირისპირება თავდაპირველად სუფრასთან მყოფ პირებს შორის დაიწყო, პოლიციის მისვლის შემდეგ კი გარე ტერიტორიაზე გაგრძელდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 10-მდე პირის გაშველებას პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი ცდილობდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შინგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ფოტო: მთავარი არხი

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები