რომელ საათზე იწყება კონცერტი

2023-05-26 16:09:49

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი კონცერტი გმირთა მემორიალის მიმდებარედ, 17:15 წუთზე დაიწყება.

კონცერტს ადგილობრივი მუსიკოსები და ქორეოგრაფიული ანსამბლები გახსნიან.

რუსთაველების წინაშე ქორეოგრაფიული ანსამბლი "სალხინო", ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, "მე, რუსთველი", ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ფიროსმანი", ჯგუფი "გროს ოქტეტი" წარდგებიან.

კონცერტს ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი დახურავს.