4 თვის წინ გაუჩინარებული რუსთაველი ბიჭი მოკლული იპოვეს

2023-05-26 00:00:24

4 თვის წინ გაუჩინარებული რუსთაველი ბიჭი მოკლული იპოვეს.

გარდაცვლილი 25 წლის მამაკაცია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი თელავის მუნიციპალიტეტში მოკლეს, შემდეგ კი ჭაში ჩააბეტონეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს წყარო უყვება, ბიჭს სავარაუდო დამნაშავეებთან წარსულში უთანხმოება ჰქონდა, ის კახეთში მოტყუებით ჩაიყვანეს, შემდეგ კი თავის არეში ქვის ჩარტყმით მოკლეს.

ბრალდებულმა 4 თვის შემდეგ დანაშაული თავად აღიარა.

ფაქტთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ადამიანი დააკავა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები