რუსთაველები რუსთავში ვერ ბრუნდებიან

2023-05-15 20:07:27

რუსთაველები დედაქალაქიდან რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

"ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ სპორტის სასახლესთან, მიკროავტობუსების სადგომზე, ათობით მგზავრი ტრანსპორტის მოლოდინშია.

"საშინელი მდგომარეობაა. ერთი მარშუტკა დგას და ხალხი ერთი მიტინგის ოდენაა. ხალხის რიგი საიდან იწყება და სად მთავრდება ვერ გაიგებ. ერთი საათია რიგში ვდგავართ"- განუცხადა "ინფო რუსთავს" ერთ-ერთი მგზავრი.

როგორც "ინტერტრანსში" აცხადებენ, შეფერხების მიზეზი დედაქალაქში წარმოქმნილი რამდენიმესაათიანი საავტომობილო საცობია. მათივე ინფორმაციით, კომპანია უზრუნველყოფს თითოეული მგზავრის რუსთავში ტრანსპორტირებას.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები