რუსთავში 25-ე და 26-ე სკოლების რეაბილიტაციისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდა

2023-05-06 12:14:21

რუსთავში 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ორივე სკოლაში რეაბილიტაციისთვის ფონდმა 7 200 136 ლარი გამოყო.

შეგახსენებთ, რომ 25-ე და 26 საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერები 2020 წელს გამოცხადდა.

გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. "სეისმომედეგობა+-მა" სამუშაოების შესრულება 2021 წლის პირველივე ნახევრიდან დაიწყო.

თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიას სამუშაოები ჯერ კიდევ 2021 წლის 16 დეკემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადები რამდენჯერმე დაარღვია.

მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა შემსრულებელი კომპანია ვადების დარღვევის გამო დააჯარიმა კიდეც, საბოლოოდ კი ხელშეკრულება გაწყვიტა.

28 აპრილს, აღნიშნული სკოლების სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა საპროტესტო აქციაც გამართეს და სკოლების დროული რეაბილიტაცია მოითხოვეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები