"ოქსიგენ ფესტი" [video]

2023-05-05 23:31:21

რუსთავში "ოქსიგენ ფესტი" წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება.

რუსთავის ცენტრალური პარკის საფესტივალო სივრცეში დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციის ფარგლებში, რუსთავის მერიას, "ოქსიგენს", სს "რუსთავის აზოტი - ონდორამასა" და კომპანია "მინერალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 

"ოქსიგენ ფესტი" 1 და 2 ივლისს თევზჭერის მოყვარულებს მიიღებს.

სამი დღე, საფესტივალო სივრცე, კინომოყვარულებს დაეთმობა და საავტორო ფილმებით უმასპინძლებს სტუმრებს.

ფესტივალის მთავარი, მისიკალური ნაწილი კი 7,  8 და 9 ივლისს შედგება.

საფესტივალო სივრცე "ოქსიგენი" 2022 წელს დაარსდა და გასული წლის ზაფხულში  ორდღიან მუსიკალურ ფესტივალს უმასპნძლა, რომლის პირველი დღეც ელექტრონულ მუსიკას, მეორე, კი - "არტ გენს" დაეთმო.