ვინ არის CO-თი გარდაცვლილი რუსთაველი ახალგაზრდა [photo]

2023-04-29 20:27:08

რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ბიჭი ლევანი ასამბაძეა.

19 წლის ახალგაზრდა სტუდენტი იყო.

"უკარგესი ბიჭი, უკარგესი სტუდენტი დავკარგეთ. ლევან უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული.
ბიდისი აკადემიის გუნდი იზიარებს ოჯახისა და ახლობლების ამ დიდ დანაკლისს",
- წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ VII მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში 25 წლამდე მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა.