იქამდე, სანამ საზაფხულო არდადეგები დაიწყება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასვენების სამი ოფიციალური დღეა დარჩენილი.
მოსწავლეები და მასწავლებლები საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე შემდეგ დღეებში დაისვენებენ:
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე; საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სხენების დღე;
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;