ავტობანზე მანქანა დაიწვა

2023-04-21 20:02:01

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მსუბუქ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ავტომობილში მყოფების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"გადავრჩით ყველა. მანქანის გამართულობა იყო შემოწმებული რამდენიმე დღის წინ. მოულოდნელდ გაუჩნდა ცეცხლი და სამწუხაროდ დაიწვა მთლიანად", - წერს ერთ-ერთი მათგანი.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ფოტო: მთავარი არხი