2023-04-17 18:44:26
    
		
		
			ქვეყნის მთავარ მაგისტრალზე საავტომობილო საცობია.
სააღდგომოდ დასავლეთში წასულები უკან ბრუნდებიან, რის გამოც ასობით ავტომობილი გზაზე შეფერხებით გადაადგილდება.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, საცობი გორის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება.
საცობია დედაქალაქის შემოსასვლელთანაც.
ფოტო: ქართლის ამბები