აღდგომის დღეებში რუსთავის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები ივლის.
განცხადებას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრანსპორტი რუსთაველებს უფასოდ მოემსახურება.
"გაცნობებთ,რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთნ დაკავშირებით,რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი,სასაფლაოს მიმართულებით იმოძრავებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება 3 დღის განმავლობაში,2023 წლის 15 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით.
შაბათი 15 აპრილი: გასვლა - 09:00, 12:00, 16:00
ავტობუსი სასაფლაოდან დაბრუნდება:10:00,13:00,17:00
კვირა 16 აპრილი და ორშაბათი 17 აპრილი:
გასვლა: დღის განმავლობაში 08:00- დან 18:00 - მდე
ავტობუსი გავა მე-12 მიკრო რაიონიდან (წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია)",- ნათქვამია განცხადებაში.