რა ღირს სააღდგომოდ პროდუქტები რუსთავში

2020-04-12 18:33:10

აღდგომა იმ დღესასწაულებს შორისაა, რომლისთვისაც საქართველოში განსაკუთრებით ემზადებიან.

ხალხმრავლობა აგრარულ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში უკვე შეინიშნება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა, გაერკვია, რა ღირს სააღდგომოდ აუცილებელი პროდუქტები, კვერცხი, ედრო, პასკა და სხვადასხვა.

მზა პასკის ფასი ძირითადად დამოკიდებულია მის წონასა და მწარმოებელ კომპანიაზე.

ბაზარში საშუალოდ 100-500 გრამიან პასკას 2 ლარიდან 8 ლარი ფარგლებში შეიძენთ.

სუპერმარკეტებში 250-800 გრამიანი პასკების ფასი 5 ლარიდან 15 ლარამდე ღირს.

ზოგიერთი სტანდარტული პასკის ფასი 20 ლარსაც აღწევს.

ერთი კონა ენდრო - 2 ლარი.

კვერცხი ცალობით - 50-70 თეთრის ფარგლებში, 10 ცალიანი შეკვრა 5 ლარიდან 7 ლარამდე.

კიტრი - 4-5 ლარამდე

პომიდორი - 4,5-7 ლარამდე

ახალი კარტოფილი - 7 ლარი

ძველი კარტოფილი - 1,7-2 ლარამდე

ღორის ხორცი ძვლიანი - 14 ლარი

ღორის ხორცი რბილი (უძვლო) - 18 ლარი

საქონლის ხორცი - 18-19 ლარი

საქონლის ხორცი რბილი (უძვლო) - 25 ლარი

იმერული ყველი - 15 ლარი

სულგუნი - 20 ლარი

ზეთი - 4-7 ლარი