ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2023-04-10 15:36:47

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ფორდის" მარკის სტვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები