2022-12-10 23:56:14
ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერ შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.