ფიზიკური დაპირისპირება და სროლა ქუჩაში [video]

2023-04-08 12:24:08

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე რამდენიმე პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

10-მდე ახალგაზრდა მამაკაცს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკური დაპირისპირება გადაიზარდა, რა დროსაც გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას ითვალისწინებს.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები