Tbilisi Open Air 2023-ის შემსრულებელთა სია ცნობილია

2023-03-30 14:33:21

ცოტა ხნის წინ Tbilisi Open Air 2023-ის შემსრულებელთა სია ცნობილი გახდა. წელს სცენაზე ისეთ შემსრულებლებსა და ჯგუფებს ვიხილავთ, როგორებიცაა Tom Odell, Kaleo, Moderat, Imany და სხვა.

Tbilisi Open Air 2023 23-25 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. უცხოელ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ, რომელთა შორისაა ჯგუფი არა, Bedford Falls, Tamada, Circus Mircus და სხვა.

ინფორმაცია ბილეთების შესახებ:

ბილეთის შეძენა შესაძლებელია ონლაინ შემდეგ ბმულზე.

I კალათა: 3-დღიანი აბონემენტი - 165 ლარი, დღიური ბილეთი - 65 ლარი;

II კალათა: 3-დღიანი აბონემენტი - 190 ლარი, დღიური ბილეთი - 80 ლარი;

ფესტივალის დღეები/კარზე: 3-დღიანი აბონემენტი - 200 ლარი, დღიური ბილეთი - 90 ლარი.

შემსრულებელთა სრული სია ასე გამოიყურება: