სააღდგომო არდადეგები რუსთავის ბაღებში

2023-03-28 17:25:27

13 აპრილიდან რუსთავში ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სააღდგომო არდადეგები დაიწყება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში” განუცხადეს.

მათი თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასვენებები 18 აპრილამდე გაგრძელდება.