როგორია სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

2023-03-25 19:27:53

რუსთავში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაშავებული 3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინფო რუსთავს" იაშვილის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, ბავშვს სიცოცოხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

"ჩაუტარდა მენჯ-ბარძაყის ოპერაცია, რაც წარმატებით დასრულდა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება არაფერი არ არის, ბავშვი არის სტაბილური", - აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, ფალიაშვილის ქუჩაზე 3 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.

დაშავებული ჯერ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები