საპროტესტო აქცია რუსთავში, ჯეო-სტილის საწარმოსთან

2023-03-19 12:08:09

რუსთავში საწარმო ჯეო-სტილის თანამშრომლები საპროტესტო აქციას აწყობენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საწარმოში დასაქმებულთა უფლებადამცველმა განუცხადეს, პროტესტის მიზეზი დარღვეული შრომითი უფლებებია.

დასაქმებულთა მოთხოვნაა, გაიზარდოს ანაზღაურება და დაცული იყოს შრომითი უფლებები.

საპროტესტო აქციის მონაცილეების განცხადებით, საწარმოს ხელმძღვანელი პირები მათთან კომუნიკაციაზე არ გამოდიან.