რუსთავის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

2023-03-17 15:19:09

რუსთავის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

"ინფო რუსთავი" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის ოფისის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გაზის მიწოდება გაზსადენი მილის დაზიანების გამო მოხდა.

"გაზსადენის დაზიანებაა. ფალიაშვილზე სკვერს რომ აკეთებენ, გაზსადენი დაგვიზიანეს. მუშაობა მიმდინარეობს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საღამომდე გაზი მიეწოდოთ აბონენტებს", - აცხადებს გიორგი ქოიავა.

გაზი გაეთიშათ მეგობრობის, შევჩენკოს, კლდიაშვილის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და კიკვიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები