"ქართული ოცნებისთვის" მიცემული 1 საათი

2023-03-08 22:36:07

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას 2 მოთხოვნით მიმართეს და ერთი საათი მისცეს.

მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააჟღერა.

უფრო კონკრეტულად, ვაშაძის განმარტებით, მოთხოვნები შემდეგია: "დაუყოვნებლივ გაიხმოს "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პარლამენტიდან და ყველა პირი, რომელიც გუშინ უკანონოდ დააპატიმრეს, გათავისუფლდეს".

დროის ამოწურვასთან ერთად ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევის გადაწყვეტილება მიიღეს.

შესაბამისი ნაბიჯის შესახებ აქციაზე განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა, რასაც მომიტინგეები ხელის აწევით დაეთანხმნენ.

"ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბიჯის გადადგმას: მშვიდობიანად და წყნარად, ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარეშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს გავაკეთოთ მშვიდობიანად. მოვუწოდებთ პოლიციას, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს", - განაცხადა ვაშაძემ.

ფოტო: რადიო თავისუფლება