საბერძნეთში 27 წლის ქართველი დააკავეს

2023-02-28 12:59:53

საბერძნეთში 27 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს სატვირთო ავტომობილით საბერძნეთში არალეგალურად მყოფი ადამიანები გადაყავდა.

ბერძენმა სამართალდამცავებმა, ქართველს შემოწმების მიზნით სატვირთოს გაჩერება სთხოვეს, რასაც ახალგაზრდა არ დათანხმდა და გაქცევა სცადა.

სამართალდამცაცევმა 27 წლის კაცის დაკავება მაინც შეძლეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები