თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში რუსთავის 9 საწარმოა რეგისტრირებული

2023-01-21 18:32:40

რუსთავში არსებული 24-მდე საწარმოდან დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემა დაყენებული და სისტემაში რეგისტრირებული 9 საწარმოს აქვს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 21 იანვრის  მონაცემებით, ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოებიდან თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული საწარმოებია:

1. შპს ემენ ქემიკალ ჯორჯია (რუსთავი, მანგანუმის ოქსიდის და მანგანუმის სულფატის წარმოება)

2. სს აზოტი (რუსთავი, ქიმიური მრეწველობა)

3. შპს ჯეოსთილი (რუსთავი, მეტალურგიული წარმოება)

4. შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია (რუსთავი, ცემენტის წარმოება)

5. შპს გია 2019 (ცემენტის წარმოება)

6. შპს მაქსი იმპორტი (ცემენტის წარმოება)

7. შპს ლევ 2020 (ცემენტის წარმოება)

8. შპს სოლო (ცემენტის წარმოება)

9. შპს მშენებელი 2004 (ცემენტის წარმოება)

ხოლო შპს სტანდარტ ცემენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცედურები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები