საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე (ბაღდათი-საირმე) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზის წყალთაშუა-კაკასხიდის მონაკვეთზე ასევე აღდგენილია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო კაკასხიდი-ზეკარის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- ნათქვამია განცხადებაში.