რა ხდება რუსთავის ქუჩებში [photo]

2023-01-11 11:12:51

რუსთავში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ქალაქის ქუჩებიდან.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის უამინდობას ქალაქში საავტომობილო გზებზე პრობლემა არ შეუქმნია, თუმცა ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდი ავტომობილის მძღოლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო მონაკვეთია.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტს მოყინული გზებისთვის ტექნიკური მარილი შეძენილი აქვს.