ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში სკოლის შენობიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქში მერის წარმომადგენელმა დაუდასტურდა. მისი თქმით , მამაკაცი სკოლის შენობაში დემონტაჟის სამუშაოებს ასრულდება.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მომხდარზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.