ოზურგეთში 84 წლის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაჭრილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ასაკოვნამა ქალმა ცივი იარაღით თვითდაზიანებები თავად მიიყენა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.