რუსთავში აბონენტების ნაწილს გაზი არ მიეწოდება

2023-02-01 16:07:14

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში რამდენიმე კორპუს გაზი არ მიეწოდება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა აცნობეს. მათი თქმით, ბუნებრივი აირი დილის 11 საათისკენ გაითიშა

"ინფო რუსთავი" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის ოფისის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გაზის მიწოდება ავარიულად შეწყდა.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან კომპანიის წარმომადგენლები და აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება საათ ნახევარში აღუდგებათ.