რუსთავში 1 იანვრიდან დღემდე CO-ს გაჟონვის 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში" მიაწოდეს.
ოთხივე შემთხვევის დროს ადგილზე სოკარის თანამშრომლები გამოცხადდნენ.
CO-ს გაჟონვის ყველა შემთხვევა საცხოვრებელ სახლებში დაფიქსირდა, რა დროსაც იქ მცხოვრები პირები ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლნენ.
უცნობია, რამდენმა ადამიანმა მიიღო 4 შემთხვევის დროს ინტოქსიკაცია.