საქართველოში ბიომეტრიული პასპორტის დამზადება 150 ლარი ღირს, თუმცა არიან ჯგუფები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობენ.
როგორც იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ შეღავათებით სარგებლობენ:
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები-მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით ;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები-მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით;
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები-მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით ;
18 წლამდე პირები-მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით;
სრულწლოვანი პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და რომელიც ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას სტატუსით " სტუდენტი" თავისუფლდება ბიომებტრიული პასპორტისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% ით.