ლიფტის ჩავარადნის დროს 3 ადამიანი დაშავდა

2023-01-07 20:13:39

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ერთი დაშავებული თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, ხოლო ორი ალადაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის  კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, მათთან ახალგაზრდა მამაკაცი ტრავმული შოკით შეიყვანეს და უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები. პაციენტი გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე.

ალადაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ მათთან შეყვანილი ორი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება და მიმდინარეობს სამედიცინო კვლევები.

ფოტო არ ასახავს რეალობას

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები