ავარიის დროს დაშავებული 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა

2023-01-04 13:27:34

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 20 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ახალგაზრდა ბიჭის მეგობარმა განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევა სამი კვირის წინ მოხდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა, რა დროსაც 20 წლის ახალგაზრდა დაშავდა.

დაშავებული "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. თითქმის სამ კვირიანი მკურნალობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.