პატარა რუსთაველი ფეხბურთელების წარმატება

2022-12-25 19:19:47

რუსთავის 11 წლამდელთა საფეხბურთო გუნდი საქართველოს ჩემპიონია.

ელიტ ლიგის ჩემპიონატზე, რომელიც მთელი წლის გნმავლობაში მიმდინარეობდა, გუნდმა ფინალური ეტაპზე გამარჯვებაც შეძლო და დამსახურებული 1-ელი ადგილი დაიკავა.

რუსთავის "რუსთავი" "ნორჩ დინამოს" შეხვდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.  შეხვედრა ინტერის აკადემიის სტადიონზე, თბილისში შედგა.

გადამწყვეტი გოლის ავტორი გიორგი ღუნაშვილი გახდა.

"მთელი წლის განმავლობაში ბავშვებმა იშრომეს, იბრძოლეს და მიაღწიეს საწადელს, ისინი ჩემპიონები არიან, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხასრულოა", - აღნიშნა გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა კახა ტოგონიძემ.