ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

2022-12-23 16:51:07

ჯავის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლული 45 წლამდე მამაკაცია.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მკვლელობის საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.

შეგახსენებთ, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადება თავდაპირველად თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, მამუკა გუგეშაშვილმა გააკეთა.