შვილმა მამას სასიკვდილოდ სცემა

2022-12-21 12:15:13

წალენჯიხის მუნიციპლიტეტში 35 წლის კაცმა კაცმა მამას სასიკვდილოდ სცემა. მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ასაკოვანი კაცი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

შემთხვევა წალენჯიხის სოფელ მუჟავაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოხუცს დაზიანებები ბლაგვი საგნითაც ჰქონდა მიყენებული.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაკავებულია. მას ბრალი წარედგინა.